logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: რულოვსი მეგრელებს ეუბნება, მიწურებში აღარ გაგაუპატიურებთო და ვერ გავიგე, მეგრელებს ეს სჯერათ?!
- +

29 აგვისტო. 2016. 16:19



რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ თუ სანდრა რულოვსი სამეგრელოში გაიმარჯვებს, მაშინ „სამეგრელო მოისპობა და სარულოვსოდ გადაიქცევა!"




„ძალიან მიკვირს იმ ზუგდიდელების, რომლებიც სანდრა რულოვსს ტაშს უკრავენ! ვის უკრავენ ტაშს, მწვალებლებსა და გამაუპატიურებლებს?! კოხტა კოდუებს და მეგის ქარდავებს უკრავენ ტაშს?!

 

დიახ, სანდრა რულოვსი არის კოხტა კოდუა, რომელიც მეგრელ ბიჭებს პლასტმასის ბოთლით აუპატიურებდა!

 

სანდრა რულოვსი არის დათა ახალაია, რომელიც ნავთლუღში 19-20 წლის უდანაშაულო ბიჭებს საკონტროლო გასროლით ხოცავდა!

 

სააკაშვილის ცოლი მეგრელებს ეუბნება, მიწურებში აღარ გაგაუპატიურებთო და ვერ გავიგე, მეგრელებს ეს სჯერათ?!

 

ასეთ უტიფრობას საზოგადოებამ თვითონ უნდა გასცეს პასუხი, თუ არა და, მაშინ სამეგრელო მოისპობა და სარულოვსოდ გადაიქცევა! თუ სამეგრელოში რულოვსი გაიმარჯვებს, მაშინ მოისპობა ის ყველაფერი, რის გამოც მე მეამაყება, რომ სამეგრელოს შვილი ვარ! ნაღდი მეგრელი ვარ, ოდიშელი აზნაური, ათასწლოვანი მეგრული გვარი მაქვს და სამეგრელოს რულოვსს ვერ დავუთმობ!" - აცხადებს გოგა ხაინდრავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner