logo_geo
eng_logo
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 იანვარი. 2023. 01:27

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 55 რაკეტა გაუშვა.

„მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო. რაკეტებისა და დრონების უმეტესობა ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, იყო დარტყმები ქვესადგურებზე. მიუხედავად ამისა, ელექტრო ქსელში ვითარება კონტროლის ქვეშ რჩება. ენერგეტიკის სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner