ვიწროპარტიული ინტერესები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ასე აფასებს „გირჩის“ იდეებს ჯარში გაწვევის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „ქრონიკასთან“.
„დაუშვებელია და ვერ მოხდება, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს ახორციელებენ, ხელი შეუშალონ სახელმწიფო პოლიტიკას. ეს ინტერესები ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენთვის ეს იქნება მიუღებელი, რომ გადავიდეთ სრულიად საკონტრაქტო სამსახურზე. ეს არის აბსოლუტურადუადგილო ინიციატივა ამ გარემოში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტი იმ საკანონმდებლო ხარვეზს ასწორებს, რომლითაც „გირჩმა“ ისარგებლა. პრემიერმა 12 დეკემბერს თქვა, რომ ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება. „გირჩი“ წინააღმდეგობისთვის ემზადება და დახმარებას ითხოვს.