საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება არის ჩვენს ინტერესებში".
„აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ჩვენი ურთიერთობების შემდეგი გაღრმავება და განმტკიცება არის ჩვენს ინტერესებში და ამას ემსახურება ჩვენი ასეთი რეგულარული შეხვედრები", -განაცხადა მიხიელ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა.