სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" 9 სეზონის განმავლობაში „რუსთავი 2"-ის ეთერში მიმდინარეობდა.
სერიალის მე-10 სეზონი სექტემბრიდან აიღებს სტარტს. ახალი სეზონის დაწყებამდე მსახიობებს „კვირის პალიტრამ კითხვით მიმართა: - „რატომ დატოვეს სერიალი?"
სერიალში ყირმისას როლის შემსრულებელმა დათუნა გოცირიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.
„ჩემი ცოლის დაქალები" სამუდამოდ დავტოვე! ამასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ.
„რუსთავი 2"- ის არც ერთ პროექტში მონაწილეობას არ მივიღებ!" - აღნიშნა მსახიობმა დათუნა გოცირიძემ.