ილჰამ ალიევმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა დაგმო და მომხდარის სწრაფი გამოძიება მოითხოვა.
„მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროს ლეიტენანტ ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფისას დაიღუპა. ჩვენ მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების სწრაფად დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია“, - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი Twitter-ზე.