სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიას ეხმიანება და ამაბობს, რომ ექს-პრეზიდენტის მეუღლის პოლიტიკაში მოსვლა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილია.
„სანდრა რულოვსის სახით კენჭს იყრის მიხეილ სააკაშვილი, მისი მოსვლა პოლიტიკაში სწორედ სააკაშვილისა და ნაცების გადაწყვეტილია. თავიანთ მონა-მორჩილებს იყენებენ, მაგალითად, ისეთს, როგორიც დავით ბაქრაძეა, რომელიც სანდრას გვერდიდან არ შორდება. როცა ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მერაბიშვილი მასთან ლაპარაკსაც არ კადრულობდა, მოადგილის პირით უთვლიდა, რა უნდა გაეკეთებინა", - აცხადებს პეტრე მამრაძე.