logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება სიტყვის საქმედ ქცევის მორიგი მაგალითია
- +

27 იანვარი. 2023. 16:24

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და ვახტანგ გომელაური უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ფრენას დაესწრნენ. სატესტო ფრენებში ორი სახის საფრენი აპარატი მონაწილეობდა, სადაზვერვო - FLYEYE და კამიკაძის ტიპის საფრენი საშუალება. მათი ტესტირება წარმატებით განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება სიტყვის საქმედ ქცევის მორიგი მაგალითია, ეს გახლავთ პრემიერის და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მორიგი ინიციატივა, რომელიც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელდა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას:

 

„შეიქმნა შპს „დელტა-ვებე“ „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების - შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ, რომლის მთავარი მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაა, ასევე სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას, მას ასევე აქვს პოტენციალი კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოში არსებულ მის ანალოგებს და ექსპორტზე გავიდეს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს როგორც სამხედრო მწარმოებლის როლის ზრდას“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner