კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს შეხვედრები სოფელ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელში მეტეხში, ბარნაბიანთკარში და სადგურ მეტეხის დასახლებაში ჩატარდა.
საკონსულტაციო შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ტატანაშვილი ესწრებოდნენ.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრიორიტეტი სადგურ მეტეხის დასახლებაში სოფლის სასაფლაოს შემოღობვას, სოფელ ბარნაბიანთკარში საბავშვო სივრცის და სოფელ მეტეხში გარეგანათების სისტემის მოწყობას მიანიჭეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.