logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს
- +

28 იანვარი. 2023. 01:42

 

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი კობახიძემ“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობასა“ და „გახარიას“ შორის კოალიცია იკვრება.  

ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ პარტიებს ღირებულებებისგან დაცლილს უწოდებს

ექსპერტი ამბობს, რომ ორივე პარტია ამტკიცებს, რომ ხალხის გამო გაერთიანდნენ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. არადა ყველაფერი მარტივადაა, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო. როდესაც გუშინ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს. ახლა მაგ ამბავს კლავიატურაზე კაკუნი და ნაპერწკლების ყრა აღარ უშველის“, - წერს ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner