logo_geo
eng_logo
ირაკლი გურჩიანი: სატანასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალასთან ბუღალტრადაც ვერ ვიმუშავებდი
- +

29 აგვისტო. 2016. 16:48



„ოფისში დაიწყო ნაციონალური კადრების მოძალება. მე თვითონ ვატარებდი ინტერვიუებს იმ ხალხთან, ვისაც უნდოდა ჩვენს ფონდში მუშაობის დაწყება. რამდენიც „დავბრაკე", ცოტახანში მაინც ჩვენთან აღმოჩნდნენ. კაცი რომ გეტყვის, დღესაც ნაციონალი ვარ და მანდატი ჯიბეში მიდევსო, იმას ჩვენთან რა საქმე  უნდა ჰქონდეს",- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პაარტის ყოფილი წევრი ირაკლი გურჩიანი „პრაიმტაიმთან" საუბრობს.


გურჩიანის თქმით, ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობა" გახდა. როგორც გურჩიანი აღნიშნავს, ბურჭულაძის პარტიაში „ნაციონალები შემოიკრიბნენ და ახლა ერთად არიან".

 

„წამოსვლამდე ჩვენი მოლაპარაკებები ძალაში იყო. მე სიაში მეორე ან მესამე ნომერი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ პირველიც რომ ვყოფილიყავი, იმ ძალასთან, რომელიც დღეს მის გარშემოა შემოკრებილი, ვერ დავრჩებოდი. სატანასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალასთან ბუღალტრადაც ვერ ვიმუშავებდი, არათუ მეორე ნომერი ვიყო. ამიტომ დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. დაინახეს, რომ მე შემოვიყვანე სერიოზული ხალხი. იფიქრეს, რომ ამით მე გავძლიერდებოდი პარტიაში და მოაწყვეს ობსტრუქცია",- განაცხადა გურჩიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner