logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

28 იანვარი. 2023. 14:59

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ოთარ შამუგიამ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე  და არსებულ შედეგებზე ისაუბრა.

 

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან ნაბიჯები გადაიდგას, რათა აგროდაზღვევის პროგრამა უფრო მეტად იყოს მორგებული როგორც ფერმერთა, ისე სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებზე. საჭიროებების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება პროგრამას მეტად მოქნილს გახდის, რაც, თავის მხრივ, გაზრდის  პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის მაქსიმალურად შემცირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

შეხვედრას „ალდაგის“, „თიბისის“, „არდის“, „ნიუ ვიჟენისა“ და „პრაიმის“ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციებისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2022 წლებში,  64 563  ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 149 880 პოლისი. დაზღვეულ იქნა 1,180,236,992 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 139 031.91 ჰა მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 99 544 506 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66 101 164 ლარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 700 161 ლარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner