ავტორი ნინო ჯიბუტი
„პაემანი პოეზიასთან", - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ 8 მარტს პოეზიის საღამო გამართა. კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.
სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები" ლექსები წაიკითხა. საღამოზე მიპატიჟებულმა პოეტებმა წარმოადგინეს ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან.
„რეპორტიორს" ჟურნალისტი ეთერ მდინარაძე ესაუბრა.
„მაქვს პატივი, დავესწრო პოეზიის საღამოებს ჩვენი პროექტიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ილია ჭავჭავიძის პროზა-პოეზიის საღამოები უწმინდესის კურთხევით, რომელშიც მონაწილოებს თითქმის ყველა პოეტი.
ქალბატონი მაიას შემოქმედება ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პოეტია, არის შესანიშნავი ადამიანი. დღეს მოვედით, რომ კიდევ ერთხელ დავტკბეთ მისი შემოქმედებით. 8 მარტს შეგნებულად გამართა საღამო, რომ მიელოცა ეს დღე ქალბატონებისთვის, მოგვფერებოდა თავისი პოეზიით. ულამაზესი ქალბატონია და მინდა მას წარმატებები ვუსურვო" , - აღნიშნავს მდინარაძე.