logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე
- +

28 იანვარი. 2023. 17:00

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს.

 

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, მომავალ კვირაში, 3 თებერვალს, კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის გამართვა იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner