logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: ჩვენი მიზანი მკაფიოა, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით
- +

28 იანვარი. 2023. 18:56

 

 

„გერმანია ეხმარება კიევს, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა გერმანიის პოლიტიკურ კურსზე რუსეთთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

 

როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე გერმანიის უსაფრთხოების საკითხსაც.

 

„ჩვენი მიზანი მკაფიოა – რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით“, – აღნიშნა შოლცმა.

 

მისი თქმით, გერმანელებს სურთ მშვიდობა ევროპაში, რომ ომი მათ არ მიუახლოვდეთ.

 

როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, გერმანიის საგარეოპოლიტიკური კურსი სამი პრინციპისგან შედგება – უკრაინის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო -ტექნიკური მხარდაჭერისგან; კონფლიქტის ესკალაციისა და მისი რუსეთსა და ნატო-ს შორის ომში გადაზრდის აღკვეთა; აშშ-ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ყველა ქმედებაში მჭიდრო კოორდინაცია.

 

როგორც კანცლერი აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, გერმანიის ხელისუფლება მოზომილ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ყოველთვის თანხმდება საერთაშორისო დონეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner