„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოდიში არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ალეკო ელისაშვილს აქვს მოსახდელი.
„ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხშირ შემთხვევაში უზნეო ბრალდებებით გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. პოლიტიკური დაინტერესებაც აშკარად ეტყობა. აქედან გამომდინარე, ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.