logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მის სიმკაცრესა და მომთხოვნელობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ,
- +

29 იანვარი. 2023. 10:58

 

 

მის სიმკაცრესა  და მომთხოვნელობაზე  ლეგენდებს ჰყვებოდნენ, კარგი ნიშანი დამიწერა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალიან მაგარი იყავი ან ღამეები გქონდა ნათენები, თუ სადმე, შორიახლოს იყო, ყველამ ვიცოდით და უნივერსიტეტში ჰაერის ტალღებს გადავცემდით-მზექალა მოდის, ამ აუდიტორიაში მზექალას ლექცია აქვს... დღეს კი  ასე, მზისფერ პერანგში გამოწყობილი, გიშრის მძივით დაგვხვდა და სულ რამდენიმე წუთით მოვაცდინეთ - მზექალა შანიძე მუშაობდა,  სტატიას ამზადებდა გერმანიაში გადასაგზავნად. ეს იები ოთხმოცდამეჩვიდმეტეა მისთვის, გაუხარდა, გამოველაპარაკეთ - კი, დასანანია, კარგი ქართული სიტყვები იკარგებაო - სარკმელი, ბადალი რამდენი ხანია არ გაგვიგონიაო, პროტექციონიზმს რომ  მოთავისობა ჰქვია ეს სულაც პირველად გავიგე, არადა, როგორ მომეწონა... როცა  ყველა მხრიდან გვესმის სენსიტიური მგრძნობიარეს  ნაცვლად, გვესმის, გვესმის და მერე ყური ეჩვევა, ბევრი კარგი ქართული სიტყვაა გასაცოცხლებელი და ეს უნდა გვინდოდესო!

 

ფოტო გადაიღო ზაქარია ჭელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner