უბედური შემთხვევა სამტრედიაში. რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის შენობის სახურავიდან მუშა გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა. ის ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.