საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას პარტიებისადმი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.
„პრეზიდენტის მოწოდება, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად იმუშაონ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება" ძალიან აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს. მე მგონია, რომ ის საარჩევნო მესიჯები, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, კარგად და ზუსტად მიდის ამომრჩევლამდე. პრეზიდენტის მოსაზრება, მართალია, მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.