logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ოღონდ ქვეყანას ეშველოს და 24-საათიან რეჟიმში „მეკაიფონ“!
- +

29 აგვისტო. 2016. 17:26




პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. პრემიერის მხრიდან ჯაჭვლიანის დასახელებას შპს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნულ საკითხს ეხმიანება და იმ ხალხს მიმართავს, ვინც უკმაყოფილება გამოთქვა მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.



„პიროვნულ დაპირისპირებაში არავისთან შევალ, მაგრამ მივმართავ იმ ხალხს, ვინც ახლა ჩემი მისამართით ქილიკობს და ბოღმას ანთხევს - კიდევ კარგი, თქვენ არ იყავით გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის ასისტენტები, თორემ, ალბათ, „ნატვრის ხეშიც" არ გადამიღებდნენ, თუმცა ბატონი თენგიზი მაინც თავისას გააკეთებდა და 2 ათასი ბავშვიდან მაინც მე შემარჩევდა გედიას როლზე.

 

ეს ჩვენი ტელევიზიები ისე წარმოაჩენენ, თითქოს სოსო ჯაჭვლიანი უმეცარია და არაფერი იცის. კი ბატონო, ასე იყოს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს და 24-საათიან რეჟიმში „მეკაიფონ"! - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner