logo_geo
eng_logo
სააკაშვილის მედდა: ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს
- +

29 იანვარი. 2023. 21:48

 

ყველა იყო დაინტერესებულიყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სტრესზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილის მკურნლობისას მიიღო. მედდა სააკაშვილის პალატაში ბოლოს 23 იანვარს შევიდა.

დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, - ამბობს მედდა.

მან დეტალურად გაიხსენა რა ხდებოდა პალატაში ამ ეპიზოდის დროს.

ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა. ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“, - იხსენებს მედდა.

მან კომენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა, კერძოდ მის კვებაზე.

ჩემი მორიგეობების დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევითად სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული. გვეუბნებოდა - ამ წამალს არ დავლევ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner