logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: გუბაზ სანიკიძე ითხოვს, მისი ხმა ორად ჩაითვალოს, საინტერესოა, რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი
- +

30 იანვარი. 2023. 11:15

 

 

„არჩევნები „ნაცმოძ“-ში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით!“ - ასე ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგს მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„არჩევნები „ნაცმოძ“-ში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! დაფიქსირდა მკვდარი სულების მიერ ხმის მიცემის შემთხვევები, მაგალითად, როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუბაზ სანიკიძე ითხოვს, მისი ხმა ორად ჩაითვალოს! საინტერესოა, რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი! მოკლედ, მე არც ვაღიარებ და არც არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner