„ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება“, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მან გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. „ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“, - აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან“, - განაცხადა შოლცმა.