„სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას. ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას ახდენდა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ფეისბუქზე წერს.
როგორც კაკაბაძე წერს, მიშა არა მარტო ხაბეიშვილსა და მის უკან მდგომებს არ ენდობა, ის უნდობლობას უცხადებს მელიასა და მის გუნდს პარტიაში. მისივე თქმით, სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით აქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს.
„მიხეილ სააკაშვილი - „გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“. სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას. ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას ახდენდა. სამართლებრივად, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ გენერალი გია ლორთქიფანიძე იყო მისი გამომგზავრების ორგანიზატორი. როგორც ამბობენ, ეს კაცი ჯერ იგორ გიორგაძის დაცვის წევრი იყო, ხოლო შემდეგ - ვანო მერაბიშვილის მოადგილე. თვითონ ნაცები იმასაც არ უარყოფენ, რომ ლორთქიფანიძე კეზერაშვილის კლანის წევრია. როგორც ჩანს, მიშა არა მარტო ხაბეიშვილსა და მის უკან მდგომებს არ ენდობა, ის უნდობლობას უცხადებს მელიასა და მის გუნდს პარტიაში. სააკაშვილის ინტერვიუს ეს ნაწილი იმის მანიშნებელია, რომ ნაციონალებში დარჩენილ მთავარ მოთამაშეთა შორის მას თავისიანად არც ერთი არ მიაჩნია.
მიშას ყოფილი პარტიის ორივე ფრთა (მელია, ხაბეიშვილი) გაურბის იმის აღიარებს, თუ რომლის ინიციატივისა და ცრუ დაპირებების შედეგია სააკაშვილის პატიმრობა. აქედან იკვრება ჯაჭვი, რომ მიშა დაარწმუნეს მისი საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებაში, ხალხის მასობრივი მხარდაჭერის გზით რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების დაბრუნების რეალობაში და ეს ყველაფერი რუსული ძალების ჩარევით მოხდა. პრინციპში, თვითონ სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით აქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს. ანუ მიშა გაწირეს! გამოსაკვლევი და დასადასტურებელი რჩება, დასახელებულების გარდა სხვა პირთა ვინაობა და საბოლოო მიზანი. ყოფილ პრეზიდენტთან ჩამოსული ყველა რანგის სტუმარი თუ სამედიცინო ექსპერტი, შეხვედრას მართავდა და ინფორმაციას იღებდა მიშას ოჯახისგან, დედისგან და არა პარტიის წევრებისგან. ევროსაბჭოში მაღალი დონის შეხვედრაც ოჯახის წევრებმა პარტიის წევრების გარეშე ჩაატარეს, მას არც ერთი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ დასწრებია.
მიშა სააკაშვილი საკუთარ პარტიას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გაემიჯნა! ამ მოსაზრების საფუძვლიანობას ისიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის ოჯახი ნაცების თავმჯდომარის არჩევნებში მხარს უჭერს არა გამოკვეთილ ლიდერებს (მელია და ხაბეიშვილს), ან ნონა მამულაშვილს (უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის დას), არამედ აშკარა აუტსაიდერ გიორგი მუმლაძეს. ეს ფაქტობრივად განაცხადა კიდეც სააკაშვილის ძმამ დავითმა, რომელსაც უარი არ უთქვამს მუმლაძის მიერ მისთვის პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შეთავაზებაზე. მიშა ალბათ ყველანაირად ეცდება, რომ არცერთი კანდიდატის და მათი მომხრეების მხარდაჭერა არ დაკარგოს, რადგან ეს ოთხეული შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, ნაცების პარტიის რეალური ლიდერი, რომლის პოზიციაც ყველას მიერ უსიტყვოდ იქნება გაზიარებული, მხოლოდ სააკაშვილია და სხვა არავინ.
ფაქტია ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ ლიდერებს მიშა ციხეში სჭირდებათ იმისათვის, რომ მუდმივად იტივტივონ და წინა პლანზე იყვნენ პოლიტიკური თეატრის სცენაზე. ამ პოზიციებშიც არ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ ინტერესები მიშას ინტერესებს. საკუთარი პარტიისგან განსხვავებით, მიშას მხოლოდ თავისუფლება სჭირდება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს - წამებულის პოზაში მყოფის სიმულაციით, მანიპულაციებით და მსახიობობით დაწყებული და საერთაშორისო ლობისტური კამპანიების მძლავრი მხარდაჭერით დამთავრებული. პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რაში სჭირდებათ მიშას უცხოელ ლობისტებს ან თვითონ მიშას, უღირსად მოპოვებული თავისუფლება? მხოლოდ თავისუფლებისთვის? სამომავლო პოლიტიკური გეგმებისთვის? თუ წარსულში ჩადენილი ერთობლივი დანაშაულის გაუთქმელობისთვის? ბოლო ორზე ჯერ არავის უსაუბრია!“ - წერს ნანა კაკაბაძე.