logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისია
- +

30 იანვარი. 2023. 15:20

 

 

„ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისია... ხაბეს არჩევის შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანამდებობა დატოვა, რაც პარტიის დატოვების წინაპირობაა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს კომიკურ პიროვნებას უწოდებს და ამბობს, რომ მისი გამარჯვებით „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ინტელექტუალურ რესურსს ვერ მიიღებს.

 

„ხაბეიშვილი ქართულ პოლიტიკაში კომიკური პერსონაა, რომელსაც რეიტინგი არ აქვს. მისი გამარჯვებით „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია ინტელექტუალურ რესურსს ვერ მიიღებს. წარსულში უკვე ვნახეთ „ნაცების“ გაყოფა, ახლა კი მის მარტივ მამრავლებად დაშლას ვნახავთ. რაც საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას გამოიწვევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ, დღეიდან ეს მოცემულობაც შეიცვალა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალას აღარ წარმოადგენს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner