logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: 2008 წელს მთავარი იყო, დაგებულ ხაფანგში არ ჩავმხტარიყავით
- +

29 აგვისტო. 2016. 17:43



საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დენიელ ფრიდის განცხადებას გამოეხმაურა.

ფრიდის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს სამხედრო ოპერაციაზე აშშ-სგან მწვანე შუქი არ ჰქონია.


ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პროვოკაცია დაწყებულია საუკუნეების განმავლობაში, 2008 წელს მთავარი იყო, დაგებულ ხაფანგში არ ჩავმხტარიყავით.


 

ეს ცნობილია. ბატონმა ფრიდმა ეს დღევანდელ ინტერვიუში გაახმოვანა; მე გაცილებით ადრე მომისმენია მისგანაც, უშუალოდ კონდოლიზა რაისისგან და სტივენ ჰედლისგანაც, რომ ამერიკის მხარე, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც 2008 წელს მოხდა. ის, რომ მას ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი და თითქოს ამერიკის მთავრობამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ბუშმა მას მისცა ინდულგენცია იმის თაობაზე, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, არ შეესატყვისება სიმართლეს. ეს პროვოკაცია დაწყებულია საუკუნეების განმავლობაში და ამას აკეთებს რუსეთი უკვე საუკუნეების განმავლობაში, მთავარი იყო, რომ იმ დაგებულ ხაფანგში არ ჩავმხტარიყავით", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner