logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: კარლ ნეჰამერი მადლობელია, რომ საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით დგას და სრულად უერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს
- +

30 იანვარი. 2023. 18:02

 

 

„საქართველოში სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი იმყოფება, რომელმაც, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ერთობლივი ბრიფინგი გამართა. საინტერესო იყო სტუმრის პოზიცია, რომ „საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნამდვილი პოლიტიკოსები სიტუაციას ყოველთვის ობიექტურად აფასებენ, აღნიშნულს ადასტურებს ნეჰამერის განცხადება. საქართველომ, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით გამოწვევა შესაძლებლობად აქცია!

 

ბატონი კანცლერი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციას და სრული მხარდაჭერა აღგვიქვა, მან აღნიშნა, რომ გაოცებულია საქართველოს პროგრესით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი უბრალოდ აღფრთოვანებას იმსახურებს.

 

საუბარი, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეეხო, კანცლერი მოხარული და მადლობელია, რომ საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით დგას და სრულად უერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს!“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner