logo_geo
eng_logo
ბერლინში, მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, „მწვანე კვირეული 2023" თექვსმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
- +

31 იანვარი. 2023. 00:21

 

ბერლინში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა 29 იანვარს დასრულდა და დამთვალიერებელთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა. საქართველოს სტენდი, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის, მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.

მეწარმეებმა, ღვინო და ალკოჰოლურ სასმელები, ნატურალურ წვენები, თაფლი და სხვა ქართული პროდუქცია დამთვალიერებლებს გააცნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner