კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებს სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა.
„ენმ-ში ინტელექტმა იმარჯვა! აღსრულდა!
ლევან ხაბეიშვილი! ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ბომონდის წინამძღოლია!
დროშები! დროშები, დროშები ჩქარა!
ნინია, ლაშა, რატი - გილოცავთ!
უკომპრომისო ინტელექტუალურმა ბრძოლამ გარდაუვალი შედეგი გამოიღო!
ხაბე საჭესთანაა, შინ ევროპისკენ!“ - წერს გოგა ხაინდრავა.