logo_geo
eng_logo
ბიძინა მახარაძე: ასეთ მოტივებს, ასეთ ტკივილიან ლექსებს არ ველოდი მაია კახიძისგან
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

9 მარტი. 2016. 19:35


"პაემანი პოეზიასთან" - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ  ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო გამართა. კულტურული ღონისძიება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.



სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა  მაია კახიძემ   მეგობრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა. მან არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორიაც გაიხსენა. 



პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად  პიანინოსა და  გიტარის ჰანგები გასდევდა.  დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. პოეტის თქმით კი, გაზაფხულს ქალების სიხალისე და პოეზია ამშვენებს.



„რეპორტიორ მსახიობი ბიძინა მახარაძე ესაუბრა:


„მეორედ ვესწრები მაია კახიძის პოეზიის საღამოს. ბევრმა არ იცის, ის ჩემი კოლეგა იყო, „რეროში" ერთად ვიყავით. იქიდან მოდის ჩვენი მეგობრობა. რომ მითხრა ლექსები უნდა წავიკითხოო, სკეპტიკურად შევხედე. ვიცით რომ საქართველოში პოეზიის ბუმია, მაგრამ რომ გავეცანი, გამიკვირდა, ისეთი კარგი ლექსები აღმოაჩნდა. ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი კითხვაც დავუსვი, ეს შენ დაწერე-მეთქი?! აბა ვინ დაწერდაო. მერე წიგნი გამატანა სახლში და წყნარ ვითარებაში წავიკითხე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი პოეზიაა. მასში ისეთი მოტივები გამოჩნდა, ისეთი ტკივილები, სულ არ ველოდი ასეთი ხასიათის ადამიანისგან. მართალი გითხრათ, ერთდროულად გამიკვირდა და გამიხარდა", - აღნიშნავს მახარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner