„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში ფქვილის გადამმუშავებელ საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებს და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა.
„ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შიდა მოხმარების უზრუნველყოფა და ექსპორტის გაზრდა. ჩვენი გუნდის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზე არის ორიენტირებული", - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
ფქვილის გადამმუშავებელი საწარმო დღიურად 100-150 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.