აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.
მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული.