logo_geo
eng_logo
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
- +

31 იანვარი. 2023. 12:34

 

 

„საქართველოში ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე“, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა პიტერ რაიანმა განაცხადა.

 

კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველოს  ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

 

ლოკაციის მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის უძრავი ქონების და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

 

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის გადმოტანა და ოპერირება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ,  კლიენტთა მომსახურებაა და მინდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალშისაცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს  ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს“, - აღნიშნა პიტერ რაიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner