logo_geo
eng_logo
„უკრაინული ვიკილიქსის“ ახალ ჩანაწერებში ლალი მოროშკინაც ფიგურირებს
- +

29 აგვისტო. 2016. 18:33



„სააკაშვილის გუნდის სახე სანდრა რულოვსი - მეტსახელად „გულ-ღვიძლის მფატრავი" გახდება" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული ინტერნეტ პორტალი   WIKILEAKS.CENTER

 

„თანაპარტიელები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ სანდრა რულოვსი დასავლეთში ადამიანთა ორგანოების ექსპორტითაა დაკავებული. ეს ბიზნესი მან საქართველოში მისი მეუღლის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ქართველ საზოგადოებრიობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2006 წლიდან პირველი ლედის საყვარელი საქმიანობა ციხეებსა და კოლონიებში ახალგაზრდა ქალების საშვილოსნოს და საკვერცხეების ამოკვეთა იყო . რულოვსის შავი ტრანსპლანტოლოგები წარმატებით მუშაობდნენ და მილიონებს გამოიმუშავებდნენ უკრაინელი ჯარისკაცების უბედურებაზე და ტყვეებზე АТО-ს ზონაში, СБУ-ს და ოდესის გუბერნატორის მფარველობით. უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის ვაჟის ბილალ ერდოღანის დახმარებით ბიზნესი სირიაში, დაიშის ისლამურ რესპუბლიკაში გადავიდა. ამ საქმიანობის გამო სანდრა რულოვსს ხალხში „ყასაბი ყაურმოვნა" შეარქვეს, რაც რუსულად „გულ-ღვიძლის მფატრავს" ნიშნავს", - წერს გამოცემა,  და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის ფარული ჩანაწერის ბეჭდურ ვერსიას ავრცელებს:

 

მ.(სააკაშვილი) ხო, რა იყო!

 

ა.(ადეიშვილი)  მიშა! გიგა და გივი მირეკავენ აღშფოთებული, შიგნით არეულობა არის პარტიაშიო. სანდრასთან დაკავშირებითო!


მ. რა უნდათ მაგ ქინძებს, რას პანიკიორობენ!

 

ა. სანდრას პირველ ნომრად ჩაწერა წამგებიანი იქნება. მეუხერხულება, მაგრამ გეტყვი, უკვე სახელები გაავრცელეს, ყასაბა ყაურმოვნა დაარქვეს! ეს თემა არ დაიხურება. კიდევ რაღაც ფაქტები არსებობს საშვილოსნოებზე და მოროშკინა და სხვები ქალების აქციას ამზადებენ, დაიშის თემაც გახმოვანდება ალბათ!


მ. მაგათ ერთი ადგილი დააყენონ, სანდრა რომ არ ყოფილიყო, მაგ ბიზნესს სხვა გააკეთებდა. ბაქრაძე გვინდაო, რომ იძახიან, რისი გამკეთებელია ეგა, თავისის ლანდის ეშინია!


ა. მიშა, დრო საკმარისი გვაქვს და იქნებ მოვიფიქროთ, ნუ ვიჩქარებთ, ტესტირება გავაკეთოთ!


მ. მერე დაჯექი და მოიფიქრე. სუსი თუ რა ჯანდაბა ჰქვია, აკეთებს მაგას, პუტინი და პინგვინას შეკვეთა დაარქვით და ასე! ნანას უმღერს სანდრა მეგრელებს და ვსიო! კაროჩე, ახლა გზაში ვარ, კიევში მივდივარ და მერე შემეხმიანე. გააფრთხილე, გაზპრომის აქციაზე ბევრი არ დახარჯონ!


. კაი.


„ფოსტალიონი"  ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ლალი მოროშკინას დაუკავშირდა :

 

- ქ-ნო ლალი, „უკრაინული ვიკილიქსის" გმირი ამჯერად თქვენ გახდით. მართლა გაქვთ ინფორმაცია ციხეებში ორგანოების ამოკვეთაზე და მართლა ამზადებთ  აქციას ყოფილ პატიმარ ქალებთან ერთად?


- რა თქმა უნდა, მაქვს! მე ყოველთვის ვიცავდი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვსვამდი კითხვას: რატომ არის ამდენი მითქმა-მოთქმა თემაზე,რატომ იღებდნენ პატიმრების ჭირისუფლები გამოფატრულ გვამებს, რატომ დააცალეს თითქმის 2000 ქალს საშვილისნო? ეს ორგანოები ძალიან ძვირად ფასობს ბაზარზე და ჩვენ ეს კარგად ვიცით. ასაკიც ბიჭებთან 25-29 წელია.

 

- გჯერათ ამ ჩანაწერის აუთენტურობის?


- გამორიცხული არაფერი არაა, თემა კი რეალურია.

 

- იცნობთ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ორგანოები ამოკვეთეს?


- მე ვეკონტაქტები ყოფილ პატიმარ ქალებს და მათ ბევრი პრეტენზია აქვთ, არც ქუჩაში გამოსვლას ითაკილებენ!



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner