logo_geo
eng_logo
წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- +

31 იანვარი. 2023. 16:00

 

 

წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 1 თებერვლის 00:00 საათიდან 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

 

ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება საირმის, ტანძიის, ბურძგლას,  სხირტლაძის,  მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების გამოყენებით.

 

ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაარეგულირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner