უკრაინული ვებგვერდი WIKILEAKS.CENTER საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
სტენოგრამა სათაურით - „სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს" სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის საუბრის დეტალებს ასახავს.
საუბრის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ა. რა მოხდა, მიშა, ხომ მშვიდობაა?
მ. ზურა, კარი მოხურე, თან ვილაპარაკოთ. ის გადაცემა ნახე, ნტვ-ზე გუშინ რომ იყო?
ა. კი, რო დამირეკე, ჩანაწერი ვნახე.
მ. ვფიქრობ, დიდი პრობლემა მზადდება! მალიკოვმა შემატყობინა პარასკევს, სირიაში სანდრას სასტავიდან დაუკავებით ვიღაცა აბდულა, ორგანოებზე მუშაობდა რა. რუსებისგან გაიგო მაგან, კონტაქტები აქვს, ხომ იცი. მერე სანდრასთან გადავამოწმე და დღეს დილით მითხრა, რომ სირიის არმიას რაღაც ქალაქი აუღია და ამ ტიპს გაქცევა ვერ მოუსწრია, არადა, იქ ტრანსპლანტოლოგიური ცენტრი ჰქონდათ და ეგ ქინძი ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილა. კაროჩე, ახლა რუსებს ჰყავთ და ყველაფერს უყვებაო.
ა. ფაქტები თუ ამოიღეს და მოწმეებიც! ვა, ეგ სერიოზული პრობლემაა, ეს რომ გასკდეს, ტრიბუნალამდე შეიძლება მიიყვანონ. მიშა, დროზე ამერიკელებს დაელაპარაკე, საერთაშორისო სკანდალი იქნება უეჭველი. რუსებს ეგენი თუ ეტყვიან რამეს. ის ფილმი ტყუილად არ გასულა, როგორც ჩანს.
მ. ბიჭო, ჯოს ველაპარაკე, კაროჩე შეშინდა, მე რას მირეკავო, დამიწყო, გამაგიჟა, რა. მერე გადმომირეკა, ხვალ ჩავალ და საელჩოდან სპეცხაზით დაველაპარაკები!
ა. ბილალა არ უნდა ჩაერთოს?!
მ. ბილალას დაურეკე და უკვე იცოდა, თურქულ რაზვედკას უთქვამს. მაგიც იმოქმედებს, რომ არ გაბაზრდეს. თემა დასალაგებელია, თორემ გადაგვიყოლებს ყველას აქაც და საქართველოშიც!
ა. პრევენციაა გასაკეთებელი, მიშა! მოდი, ესე გავავრცელოთ, ვიტყვით, რომ პუტინის ფირმები პანამაში სააკაშვილმა მოიპოვა და ახლა შურისძიებისთვის უგორებს ორგანოების თემას და ასე შემდეგ. დამაჯერებლად უნდა გაკეთდეს. იქნებ ვინმე სირიიდან გამოსული დავსვათ და ვალაპარაკოთ, რომ ტყვეობაში, ეგეთი რაღაცეების თქმას აძალებდნენ. რუსების დაკავებულის არავინ არ უნდა დაიჯეროს! ნიკას დაველაპარაკები და რუსთავიდან ავაგორებთ, მერე CNN და სხვები დავამატოთ.
მ. ხო, კაი აზრია! ნიკას ტელეფონით არ ელეპარაკო, სტამბულში ჩაფრინდი და იქ შეხვდი სადმე. თან ბურჭულაძეზე გააფრთხილე რა, ტვინი წაიღო მაგ ჩემისამ, არ მაშუქებენო. მაშინ ეგ პაატაც და კეზერაც ჩამოვიდნენ იქ და გადაწყვიტე, რაც საჭიროა. მერე რას ბოდავენ ეგენი! ფარული კადრები, პირდაპირ თქვან, პინგვოს აქვს და მისი დავალებით კეთდებაო. ღარიბაშვილს აქვს და ასე ატრიალონ ეგ თემა. თან ვინმე ჩვენიანზეც შეაგდეთ კადრები.
ა. კაი, შევეხმიანები და წავალ. მეგისას რა ვუყო, სუფთა იდიოტია რა, თინაზე გაფრთხილებული მყავდა და მაინც გაუშვა. ახლა უსუფასგან მოვიდა ის ტიპი და ფულს ითხოვს არჩევნებისთვის, ისე მაწვება, თითქოს ვალი მაქვს მაგათი.
მ. დაიკიდე ეგენი, ამერიკელები პინგვინას მაინც მიაცემინებენ რესპებისთვის ფულს. მთავარია, ხმების განაწილებაზე დავლაგდეთ, ის რესურსები კიდევ გადაამოწმე და ხათუნა ჩაერთოს უკვე, პინგვინისტებს ცოტა უნდა შევახვედროთ, ამიტომ მოილაპარაკეთ დავითასთან და თინასთან. მეგისა კი, თუ პრობლემებს ქმნის, იცი შენ როგორ მოუარო მაგას. ბაზა შენ ხო გაქვს?!
ა. მე კი მაქვს ბაზა, მაგრამ, ნაწილი იმასაც აქვს. ხმების რესურსის განაწილებაზე კი უკვე ვმუშაობთ.
მ. კაროჩე, პრევენცია დროზე გააკეთეთ და ყველაფერს მივხედოთ, თორემ მოშნად დაგვერხევა! ის პროექტი, როგორც გითხარი, პოროხთან დევს. ამ ებოებმა გროისმანთან ერთად ხელი თუ არ შეგვიშალეს და არ იმაიმუნეს რადაში, შენ შანსები გაქვს, იუსტიციის შეფად გახვიდე და პროკურატურაც შემოიერთო რეფორმით. მე ვუთხარი, დავითას გაგდებას არ შევარჩენ და კიდე თუ გადამაგდო, ავუტრიალებ მთელ უკრაინას, პირველ კორუფციონერად მაგას გამოვაცხადებ! კაროჩე, მიხედე ახლა შენ, იცოდე, მეორე დღესვე დაბრუნდი, კიევში კონსულტაციები დაიწყება.
ა. მე წავალ და სრაზუ დავბრუნდები. ყველაფერი მისახედია დროულად.
М. Андрей останови пожалуйста.
А. Ну пока, счастливо!
М. Вот так вот, Андрюша!"
აღნიშნულ ვებ-გვერდზე სტენოგრამა სერგეი კირნიკის სახელით არის ატვირთული, რომელსაც მანამდე ასევე, სააკაშვილის, არსენი იაცენიუკისა და პეტრო პოროშენკოს საწინააღდეგო სტატიები აქვს გამოქვეყნებული.