logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - არის მსხვერპლი
- +

31 იანვარი. 2023. 19:02

 

 

რუსეთის მიერ ბახმუტის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური და დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებენ.

 

„ორი ადამიანი გარდაიცვალა [ბახმუტის] მორიგი საარტილერიო დაბომბვის შედეგად, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბიჭია.

 

ამას გარდა, ჯერ ცნობილია კიდევ 4 დაჭრილ სამოქალაქო პირზე. დაზიანდა აფთიაქი“, - წერს კირილენკო.

 

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, რუსების მიერ დაბომბვის შედეგად 12 წლის ბიჭი და მამაკაცი გარდაიცვალნენ, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა კი 5 ადამიანმა მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულთა ზუსტი რიცხვი კონკრეტდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner