იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს სახიფათო გზავნილი იქნება, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ უხეში ძალის გამოყენებით.
„თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში ძალის გამოყენებით. ეს სახიფათოა. პეკინი ყურადღებით აკვირდება [ამ პროცესს]. ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება მოხდეს. ამიტომ ერთიანობა და სიმტკიცეა საჭირო. საჭიროა ერთად დგომა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.