logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყება: მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები
- +

31 იანვარი. 2023. 20:42

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას.

მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ხორვატიის მთავრობასა და ხორვატ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელების ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ნიკოლენკომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner