logo_geo
eng_logo
ბექა ბექაური: სამალავში ავტომატები და ვაზნები იმის გამო დავაბრუნე, რომ მისი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა
- +

29 აგვისტო. 2016. 20:00




ბექაურის ყოფილი ადვოკატი მაია ჭრელაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ბრალდებულს აღიარებითი ჩვენება ჰქონდა მიცემული და ტერორისტული აქტის დაგეგმვას აღიარებდა, თუმცა ასეთი ჩვენება საქმეში არ მოიპოვება.


ბექაურის დეიდამ ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა და ჭრელაშვილის აცილება მოითხოვა. როგორც ოჯახი მიიჩნევს, ადვოკატი შეგზავნილი იყო .


თავად ჭრელიშვილმა კი განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ დაურეკა და საქმეში ჩართვა სთხოვა... ამჟამად ბექაურს ადვოკატი ხათუნა ჩხეიძე იცავს.


„კვირის პალიტრა" ავრცელებს ტერაქტის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ბექა ბექაურის ჩვენებას, სადაც ბექაური წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების და იარაღის ნაწილი სამალავში იმის გამო დატოვა, რომ დღის წესრიგში ამის საჭიროება არ იყო.


„2016 წლის 20 აგვისტოს მე, ჯაბა მელქაძესთან  და ნუკრი ჭკადუასთან ერთად ამ უკანასკნელის ჯიპით თბილისიდან შატილის მიმართულებით  გავემგზავრეთ. ჩემი იქ ჩასვლის მიზეზი იყო, ჯაბასთან ერთად ამომეთხარა ჟინვალ-შატილის საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული ტყის მასივში მიწაში ჩამარხული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები და 3 ცალი ავტომატი, რომელიც დათვალიერების შემდეგ ისევ დავმარხეთ.

 

ასაფეთქებელი ნივთიერებები მოვათავსე პოლიეთილენის პაკეტებში და ჩავდე ზურგჩანთაში. შემდეგ ზურგჩანთა ნუკრი ჭკადუას ავტომანქანაში ჩავდე... ვიდრე მე ხსენებულ ნივთებს ვთხრიდი, ჯაბა მელქაძე ჩემგან შორიახლოს ტრიალებდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გარეშე პირების გამოჩენა. ნუკრი ჭკადუასთან განსხვავებით, ჯაბა მელქაძე სრულად იყო საქმის კურსში... ეს უნდა წამოგვეღო თბილისში.

 

რაც შეეხება ჭკადუას, მან არაფერი იცოდა, ვთხოვე, მეგობრულად გამომყოლოდა არაგვის ხეობაში... არც ის იცოდა, რა იდო ზურგჩანთაში.  რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს, თუ რატომ დავაბრუნე უკან სამალავში ავტომატები და ვაზნები, გიპასუხებთ, რომ მისი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა. დავაკონკრეტებ, მე ის არანაირად არ მჭირდებოდა  და პირდაპირ რომ გითხრათ, მოვერიდე მის ტრანსპორტირებასაც. შესაძლებელი იყო, შევემოწმებინეთ საპატრულო პოლიციას და ისინი ადვილად შეამჩნევდნენ საბარგულში ავტომატებს. ყველა მათგანის დასამალად არც მქონდა გათვალისწინებული ხელჩანთა, არც ის მინდოდა, თავის მანქანაშ შეემჩნია ნუკრი ჭკადუას. თუ რატომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ მოცემულ ეტაპზე.

 

შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილი, საიდანაც ამოვთხარე ასაფეთქებელი ნივთიერებები.  დანარჩენი ჩავფალი მიწაში და დავაფარე ბრტყელი ლოდები. ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და ხელს ვაწერ", - წერს ბექა ბექაური.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner