logo_geo
eng_logo
ინფორმატორი მოწმე: ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა
- +

29 აგვისტო. 2016. 20:02



დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც არ განხორციელდა, აღიკვეთა. დაკავებულია 5 პირი, რომელთაც ბრალი ედებათ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მილის ღია მონაკვეთზე აფეთქების მომზადებაში.


აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უამრავი ფარული ჩანაწერია, თუმცა იმის გარკვევა, ვინ იდგა დანაშაულის უკან, ძნელია. „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, კონტრდაზვერვას მოსალოდნელ დანაშაულზე ინფორმაცია ერთმა პირმა მიაწოდა, რომელსაც დანაშაულში მონაწილეობა ამ ჯგუფმა შესთავაზა.



ინფორმატორი მოწმის ჩვენების ფრაგმენტები:

 

„მე, „ზებოს" მეშვეობით დავუკავშირდი ბექა ბექაურს, „ზებო" გავიცანი ინტერნეტით, ეხმარებოდა უკრაინაში საომრად ჩასულ ქართველ მეომრებს. მასთან მქონდა მიწერ-მოწერა, ის უკრაინაში გასაგზავნად ბიჭებს აგროვებდა. „ზებოს" პირადად გადავეცი სამი წყვილი სამხედრო ფორმა.

 

როგორც ვიცი, ის იმყოფებოდა უკრაინაში ცნობილი საომარი მოქმედებების დროს... შევხვდი ბექა ბექაურს, მან მითხრა, რომ აპირებდა დივერსიული აქტების განხორციელებას. საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე-მეთქი? ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დივერსიული აქტის განხორციელებას  აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე დაუსახლებელ პუნქტებში. სოფელ საგურამოსა და სოფელ ჭოპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე ღიად გამავალ გაზსადენზე. შემომთავაზა მის მიერ დაგეგმილ დივერსიაში დახმარება, დაამატა, რომ აფეთქებისთვის საჭირო მასალა ჰქონდა, მის ჯგუფს მოწყობილი აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი. ვუთხარი, რომ გამჟღავნების შემთხვევაში შეირაცხებოდა საერთაშორისო ტერორისტად და მიუსჯიდნენ უვადო პატიმრობას. ბექაურმა მიპასუხა, რომ ეს საერთოდ არ აშინებდა და დასახულ მიზანს მაინც განახორციელებდა.

 

ჩემი ვარაუდით, ბექაურმა „ზებოსგან" იცოდა, რომ საინჟირნო საქმიანობაში ვერკვეოდი პროფესიონალურ დონეზე და მქონდა გარკვეული გამოცდილება, ამიტომ მომთხოვეს დივერსიის მოწყობილობაში დახმარება. ბექაურმა მომთხოვა, პირადად მენახა მათ მიერ შერჩეული ადგილი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და განმესაზღვრა ადგილი.  თავიდან ეჭვი მეპარებოდა მათი მიზნის რეალობაში, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჰქონდა იარაღის სამალავი და რამდენიმე პარტნიორი იყო მის გვერდით, მათ შორის შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. მისი ვინაობა არ უთქვამს. საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა, ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან  50 000 დოლარს და როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ , თურქეთის რესპუბლიკიდან. ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა... მასთან დაშორების შემდეგ  დეტალურად გავაანალიზე და მივხვდი, რომ შეიძლებოდა განხორციელებულიყო და მივმართე კონტრდაზვერვას".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner