logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: რუსეთი ომის მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება - მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის
- +

1 თებერვალი. 2023. 20:00

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომის მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება.

ეს იქნება ომის განმსაზღვრელი თვეები. მე ვიცი, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. ეს წელს, ორ-სამ თვეში მოხდება“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

„რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება. ის აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ატარებს წვრთნებს. რაც შეეხება შეტევას სხვადასხვა მიმართულებით, ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ უახლოეს ორ-სამ კვირაში“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner