logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: როდესაც სააკაშვილი შიმშილობდა, მას პენიტენციური სამსახური შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებისკენ
- +

1 თებერვალი. 2023. 20:53

 

"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როდესაც პატიმარი სააკაშვილი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელად დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებისკენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner