როგორც „კვირის პალიტრა" წერს, ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დიდხანს უსმენდნენ. საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერია, გაშიფრულია მოსმენები ბინაში და სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერა. „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მათი თავშეყრის ადგილი იყო ბინა ვარკეთილში, რომელიც მინდია ვაშაყმაძეს ჰქონდა დაქირავებული. იქ მოსმენები დიდხანს გრძელდებოდა...
„კვირის პალიტრა" აქვეყნებს ფარული ჩანაწერების ფრაგმენტებს:
„იმათ უნდა მოგვცენ გრადები და რაღაცები, რომელიც შენახულია. გვეუბნებიან, ჩვენ რაღაც სხვა გეგმებიც გვაქვს, თქვენ რას შვრებით, საერთოდ, თუ შეძლებთ ამის განხორციელებასო. რაღაც უნდა გავაკეთოთ.
გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გავაკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო. ჩვენ ვერ ჩამოვალთ, რადგან დეპორტს გაგვიკეთებენ და გაგვგზავნიან რუსეთშიო... რაღაც სკანდალი უეჭველი იქნება, მაგრამ საზოგადოებაში თუ გინდა, მხარდაჭერა მოიპოვო, ჯერ არ უნდა შეეხო ამათ.
ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ერთმანეთს ებრძვიან... მე ასეთი რამის გაკეთება არეულობის პერიოდში მირჩევნია, მაგრამ ის კაცი უნდა ჩამოვიდეს, თუ ეს დროზე გაკეთდა, მაშინ ფულიც ჩამოვა. თუ არა და, მერე ის ბიჭებიც დაიკარგებიან და აქეთ მოგადგებიან, გეტყვის, რატომ დამპირდიო. ჩათვალე, რომ ეს ფული აშკარად ნაჩუქარია, რასაც გინდა, იმას გააკეთებ. გინდა, შენ მოიხმარე, გინდა, ვისაც გინდა, იმას აჩუქე. 17- ში ველოდები, დასავლეთიდან უნდა ჩამოვიდეს ერთი კაცი და ვნახოთ... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას.
ნესტი არ ჰქონდეს შეპარული ან რამე, ყველაფერი არის, ორი მეშოკია. ახლა მონახაზს გავაკეთებ, მერე უნდა წავიდე და ამოვიღო... ფული გვჭირდება ერთ რამეში, რომ ელემენტარულად ტრანსპორტით გადავაადგილდეთ, მერე ყველაფერში ისინი დაგვეხმარებიან. მაგრამ, იცი, საქმე რაშია? დღეს ხელისუფლება ამათ ხელშია, ხვალ „ნაცები" რომ ვერ გავიდნენ, პ...ი იქნება კაროჩე. თუ აირია სიტუაცია... - რას ვერ გავლენ ბიჭო? - ხო ველაპარაკე მათ... მოეჭვით სირობა პირობებს -მეთქი, პენსიის გაზრდას და რაღაცებზე საუბარს-თქო.
ერთ-ერთ სოფელს კირკიტაძის მეგობრები აკაჩავებენ... უკვე „დავერია" აქვთ დაკარგული, მაგრამ იბრძვიან. კირკიტაძის მოადგილე თუ ვიღაცა არის, ის დამჭირდა და ველაპარაკე, ბაზარი არ არის, მე თვითონაც ვიცი, ბევრი გაიძვერაა ჩვენს გვერდითო. მითხრა, „ოცნებაში" იმდენი არიან ისეთები, რომ დაიწყება რაღაცებიო, ამას რეალურად ვუყურებო.
მე არც იმას ვლანძღავ და არც ამას, ვიცი, ვინ არის ჭკვიანი და ვინ არაო"