„საქართველოს ლაჩარმა ყოფილმა მთავსარდალმა და მისმა გარემოცვამ PR-კამპანიებით ძალიან მოაბეზრეს თავი საზოგადოებას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაციით. „წამებული მიშა“ უდიდესი ტყუილი და პარადოქსია, როცა ნაცრეჟიმმა მრავალი ადამიანი დახოცა, აწამა და გააუბედურა. ყველა მსხვერპლის ფოტოები ვერ დაეტევა ფეისბუკზე და თან ძალიან მგრძნობიარეა“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სააკაშვილი და მისი თანამზარხველები მწამებლების დამღას ვერასდროს მოიცილებენ.
„საქართველოს ლაჩარმა ყოფილმა მთავსარდალმა და მისმა გარემოცვამ PR-კამპანიებით ძალიან მოაბეზრეს თავი საზოგადოებას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაციით. „წამებული მიშა“ უდიდესი ტყუილი და პარადოქსია, როცა ნაცრეჟიმმა მრავალი ადამიანი დახოცა, აწამა და გააუბედურა. ყველა მსხვერპლის ფოტოები ვერ დაეტევა ფეისბუკზე და თან ძალიან მგრძნობიარეა. ყველას გვახსოვს თუ რა ჯოჯოხეთი მოუწყვეს სანდრო გირგვლიანს, სულხან მოლაშვილს, კობა დავითაშვილს და ათასობით ადამიანს და მათ ოჯახებს. დარბეული საპროტესტო აქციებიც გვახსოვს, ტელევიზიები და წართმეული ქონების უამრავი საზარელი შემთხვევაც. საზოგადოების უდიდეს ნაწილს მოკლე და შერჩევითი მეხსიერება არ აქვს და ყოველთვის შეახსენებს ნაცჯალათებს მათ გაუგონარ სისასტიკეს. სააკაშვილი და მისი თანამზარხველები მწამებლების დამღას ვერასდროს მოიცილებენ!“ - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.