„სულხან მოლაშვილი, მისი პირადი პატიმარი დღეს ცოცხალი აღარ არის. ამ მძიმე შედეგს ვერაფერი შეცვლის, მან ყველაფერი კაცურად დაითმინა და კაცის სახელით წავიდა, აი მიხეილ სააკაშვილი კი მასთან ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერასოდეს ვერ მივა! სააკაშვილი უბრალოდ მშიშარა არაკაცია და სულხან მოლაშვილის კაცობა მისთვის ზედმეტად მძიმეა, მძიმეა ტვირთია“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„შეგახსენებთ თქვენ, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებაზე საუბრობთ, რომ წამება იყო სულხან მოლაშვილის 1365 დღიანი წამება❗ სულხანს ელექტროშოკისაგან დახეთქვაზე ჰქონდა ვენები❗ სულხან მოლაშვილი ციხეში ვერ იღებდა საჭირო კვებასა და სამედიცინო მომსახურებას. მიხეილ სააკაშვილი ელოდებოდა მის სიკვდილს და მის საშველად შეგნებულად არაფერს აკეთებდა. სულხან მოლაშვილი მისი პირადი პატიმარი იყო! სულხან მოლაშვილის 1365 დღიანი წამების ქრონიკამ კიდევ ერთხელ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი.
პერიოდი სულხანის დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. სულხან მოლაშვილი დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, რატომ?! იმიტომ რომ მან კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის დროს გაბედა და შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს სადაც უამრავი დარღვევები აღმოაჩინა. სააკაშვილმა მას სწორედ ამ სიმართლის თქმა არ აპატია და ციხეში გამოამწყვდია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2014 წელს დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, ყველაზე მძიმე მუხლები: წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლო უფლება, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი იყო უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვევა, დაცვის უფლების დარღვევა, ზოგადად არასამართლიანი სასამართლო და მეოთხე, წმინდა პოლიტიკური მე- 14 მუხლი, დისკრიმინაციის აკრძალვა.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა.
გეკითხებით ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის თანამოაზრეთ რა მორალური უფლება გაქვთ ისაუბროთ სააკაშვილის წამებაზე?!
მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია 2 ოთახიან პალატაში, როცა უნდა წევს როცა უნდა ტელევიზორს უყურებს ტახტზე წამოგორებული, არჩევს საკვებს (რა მოეხასიათება და რა არა)როგორც გურმანს
კიდე გავაგრძელო?! მოკლედ ზედმეტი პატივისცემით წამებულია!!! სულხან მოლაშვილი, მისი პირადი პატიმარი დღეს ცოცხალი აღარ არის. ამ მძიმე შედეგს ვერაფერი შეცვლის, მან ყველაფერი კაცურად დაითმინა და კაცის სახელით წავიდა, აი მიხეილ სააკაშვილი კი მასთან ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერასოდეს ვერ მივა! სააკაშვილი უბრალოდ მშიშარა არაკაცია და სულხან მოლაშვილის კაცობა მისთვის ზედმეტად მძიმეა, მძიმეა ტვირთია.“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.