logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დღეს რომელ „ციხეშია“ პატიმარი სააკაშვილი და მის რომელ „მკვლელობაზე“ გვესაუბრებიან უსირცხვილოდ უკრაინის ხელისუფალნი?
- +

2 თებერვალი. 2023. 01:57

 

 

 

რომელი ერთი დავუპირისპიროთ - იქნება 2006 წლის „ციხის ბუნტის“ სისხლიანი ჩახშობა, რამაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოც კი მიიყვანა განცვიფრებამდე?, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ თითქოს სააკაშვილს ციხეში კლავენ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია რაზე საუბრობს უკრაინის ხელისუფლება.

 

„დღეს, რომელ „ციხეშია“ პატიმარი სააკაშვილი და მის რომელ „მკვლელობაზე“ გვესაუბრებიან უსირცხვილოდ უკრაინის ხელისუფალნი? რა სურათების ფრიალით თუ მათი საერთაშორისო პარტნიორებამდე მიტანით გვემუქრებიან? რომელი ერთი დავუპირისპიროთ - იქნება 2006 წლის „ციხის ბუნტის“ სისხლიანი ჩახშობა, რამაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოც კი მიიყვანა განცვიფრებამდე? აი მხოლოდ მცირე ამონარიდი იმ „აპოკალიფსური“ ღამის აღწერიდან: სპეცსამსახურების რაზმები მოქმედებდნენ უკონტროლოდ და არაორგანიზებულად.

 

ამავდროულად, კომპეტენტურმა თანამდებობის პირებმა არც კი იცოდნენ, ზუსტად ვინ იყო აღნიშნულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირი სპეცსამსახურებმა არც კი განიხილეს ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად უფრო მსუბუქი საშუალებების - ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის ან სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეცრაზმელები პატიმრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ ასევე, გვერდით მდებარე შენობების სახურავიდან, საიდანაც ტყვიები საკნებში ფანჯრიდან აღწევდა მათი მხრიდან გამოყენებული ძალა იყო განურჩეველი და გადაჭარბებული სპეცრაზმელებს არც კი უცდიათ პატიმრებთან მოლაპარაკების წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მხრიდან მზაობა სახეზე იყო სპეცრაზმელებმა პატიმრების ცემა და მათ მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გააგრძელეს საკნებშიც მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები მათ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ.

 

ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ციხის ბუნტის ჩახშობის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს პატიმრებს პასუხისმგებელმა პირებმა მომჩივნებს სპეცოპერაციის დროს მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს. გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და შესაბამისად, ისინი არ იყვნენ ჩართული გამოძიების პროცესში და მათ ვერ ისარგებლეს კანონით გათვალისწინებული უფლებებით შვიდი პატიმარი მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ ასე უნდოდა ჯალათ სააკაშვილს და ქართველი ხალხის მეხსიერებასა და თმენის ვალდებულებაზე სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარებას ყველამ თავი დაანებოს”, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner