logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10 პროცენტით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება
- +

2 თებერვალი. 2023. 14:33

 

 

„იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10 პროცენტით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება“, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

 

„ძალიან ახლოს ვართ საზოგადოების გატეხვასთან. ეს ყველაფერი არის, მათ შორის, უშედეგოდ ჩაშლილი ბოიკოტის ბრალი. ეს ყველაფერი არის, მათ შორის, იმის ბრალი რომ პოლიტიკურ შინაარსში მოქალაქე საერთოდ აღარ ჩანს - მარტო ერთი ადამიანის ჯანმრთელობაა ბანკროტი პოლიტიკური სპექტრის თემა. ეს ყველაფერი არის, მათ შორის, იმის ბრალი რომ სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვს, არაფერი ნაღდი აღარ არის და ყველაფერი ჩრდილიდან იმართება. ჩვენ გვჭირდება ხალხის შთაგონება. ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, ვის სიტყვასაც ფასი აქვს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ენერგია, რომელიც ხალხს იმედს მისცემს და საკუთარი თავის რწმენით აღავსებს. იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10 პროცენტით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner