„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. სანამ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.