"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია რადიკალური ოპიზიციის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - საქართველო წარმოჩინდეს უსამართლო სახელწმიფოდ, რის უფლებასაც ვერავის მივცემთ და ყოველთვის შევეცდებით დავიცვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, "- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„2 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას. ეს არის შეგნებული ნაბიჯები, რომელიც იდგმება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანის ჯანმრთელობის გარშემო შეიქმნას მცდარი წარმოდგენები, ხელოვნურად მოხდეს აღქმების კიდევ უფრო გამძაფრება და საბოლო ჯამში, მოპოვებული იყოს თავისუფლება თვითდაზიანების გზით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.